Sunday, December 3, 2017

new year song


merry christmas


როგორ მოვრთოთ სახლი ახალ 2018 წელთან შესახვედრად

როგორ მოვრთოთ სახლი ახალ 2018 წელთან შესახვედრად
ახალი წლის დადგომასთან ერთად, აქტუალური ხდება ყველა ის საკითხი, რაც საახალწლო რიტუალებს ეხება. ამ მხრივ დამდეგი 2018 წელი შეიძლება ითქვას საკმაოდ ეკონომიურ ბიუჯეტს მოითხოვს, იმიტომ რომ ყვითელ ძაღლს უბრალოება და სისადავე მოსწონს. შესაბამისად, იქნება ეს სუფრა, ინტერიერის მორთულობა თუ ნაძვის ხის დიზაინი სასურველია არჩევანი არაპომპეზურ, უბრალო აქსესუარებსა და ფაქტურებზე შეაჩეროთ აუცილებლად.

ამ მხრივ უპირატესობა მიანიჭეთ - ხის, თიხის, ქაღალდის, მუყაოს აქსესუარებს. სასურველია ნაძვის ხე ყვითელი, კრემისფერი ან სპილოს ძვლისფერი სათამაშოებით მორთოთ. იდეალური იქნება ხისგან დამზადებული სამშვენისებიც ასევე.

როგორ სამოსში ვხვდებით ახალ 2018 წელს

ახალ წელთან შესახვედრად, ნებისმიერი ქალის ცხოვრებაში დგება "დილემა" - მაინც როგორი სამოსით უნდა შეხვდეს დამდეგ წელს. ამ მხრივ არც წლევანდელი წელი იქნება განსხვავებული. 

2018 წლის სიმბოლო - ყვითელი ძაღლი დაკვირვებული, დიპლომატიური და წინდახედული არსებაა. ამიტომ სამოსის არჩევანშიც იგი გაურბის ყოველგვარ ზედმეტობას. შესაბამისად, საახალწლო ღამეს შეგიძლიათ იმ სამოსით შეიმოსოთ, რომელშიც თავს კომფორტულად და მსუბუქად იგრძნობთ. 

"ფეშენისტების" საყურადღებოდ - როგორი ტანისამოსი იქნება მოდაში 2018 წელ

ჩვენმა მკითხველებმა იციან, რომ ასტროლოგია და მოდის ტენდენციები მჭიდრო კავშირშია. შესაბამისად, ახალი წელი და წლის სიმბოლური მფარველი დიდწილად ახდენს გავლენას მიმდინარე წლის მოდურ ტენდენციებზე. მიმავალმა წელმა, მამლის ბოლოსავით ბრდღვიალა და მკვეთრი ფერები დაამკვიდრა მოდის ოლიმპზე, მათ შორის ტენდენციური წითელი, ხავერდი და მბრწყინავი აქსესუარები. საინტერესოა რას გვიმზადებს ამ მხრივ ყვითელი ძაღლი?